ელ.პორტფოლიო ლემილზე
პ რ ო ე ქ ტ ი
პროექტის სახელი: ამოცანების ამოხსნა წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის საშუალებით.
პროექტის მოკლე აღწერა: კაფეში გამყიდველის გამოკითხვით, შეისწავლიონ ყოველდღიურად, გაყიდული საქონლით მიღებული მოგების დამოკიდებულებას პროდუქტის ოდენობაზე.
პროექტის სრული აღწერა: დავყოფთ კლასს ჯგუფებად. მივამაგრებ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვადასხვა კაფეში. ერთ ჯგუფს მივეცი მოეძიებინა მასალები ნალექიან ყავაზე; მეორე ჯგუფს რძიან ყავაზე, მესამე ჯგუფს ჩაიზე. მაგალითად ვთქვათ 100 გრამ ყავას შეისყიდიან 2 ლარად. ერთ ფინჯან ყავას ყიდიან 50თ. ყავის გარდა გამყიდველს ყოველდღიურად სჭირდება ხარჯების დასაფარად 4ლ. (ელ. დენის გადასახადი) რა დამოკიდებულებაა ერთი დღის განმავლობაში
X ფინჯანი ყავის გაყიდვისას მიღებულ მოგებასა (Y ლარი) და X_ს შორის.
მონაწილეთა ასაკი: 13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში ხდება მოძიებული მასალის განხილვა და პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: უკეთესად შეისწავლიან ამოცანების ამოხსნას და ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
პროექტის ფასილიტატორი: ნათელა სვიანაძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: natelasvianadze@gmail.com.
Friday, December 18, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)